საქონლის მარკირების სისტემა; გამოისახება სხვადასხვა სისქის მუქი და ნათელი ზოლების გარკვეული წესით მონაცვლეობით. წიგნისათვის გამოსაყენებელი შტრიხული კოდი. წარმოადგენს მოცემული წიგნის ISBN-ის (წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) კოდს და, აგრეთვე, დამატ. ატრიბუტებს (მაგ.: გამოცემის ფასს, შიგნითა იდენტიფიკატორს, რომელსაც გამომცემლობა თავისი შეხედულებისამებრ იყენებს). EAN-ის (European Article Number - კოდირების ევროპული სისტემა) თანახმად, წიგნის ნომერი წარმოადგენს ISBN-ის კოდს, ბოლო – საკონტროლო ციფრის გამოკლებით. დამატ. იხმარება რიცხვი 978, რომელიც ნებისმიერი წიგნის შტრიხული კოდში შედის. EAN-ის ნომერში ბოლო ციფრი საკონტროლოა და იგი განსხვავდება ISBN-ის ბოლო საკონტროლო ციფრისაგან.
არსებობს შტრიხული კოდის რამდენიმე ვარიანტი, ვერსია (ISBN-ის კოდი და ფასი, მხოლოდ ISBN–ის კოდი, გამომცემლობის შიგნით მოსახმარი დამატებულციფრებიანი კოდი).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]