პირობითი ნიშნები, რომლებითაც რიცხვებს აღნიშნავენ. ამჟამად გამოიყენება ციფრების ორი სისტემა – რომაული და არაბული. რომაული ციფრების სისტემა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში იხმარება – საუკუნეების, ახალი და ძველი ერის წლების, თვეების, რიგობითი რიცხვითი სახელების (წიგნის თავების, ტომების, გამოცემებისა) და სხვათა აღსანიშნავად. არაბულ ციფრების ტრადიციულად ათ ნიშანს (0-დან 9-მდე) უწოდებენ. მათი დახმარებით ნებისმიერი რიცხვის ჩაწერა შეიძლება. არსებობს განსაკუთრებული მოხაზულობის ციფრები, რომელსაც იყენებენ არაბული გრაფიკის ფორმის ალფაბეტით მოსარგებლე ქვეყნები.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]