სატექსტო დედნის ასოების, ნიშნებისა და ციფრების ავტომატურად ამომცნობი და სიგნალებად გარდამქმნელი ოპტიკურ–ელექტრონული მოწყობილობა; გამოიყენება კომპიუტერში სატექსტო ინფორმაციის შეყვანისა და მისი შემდგომი გადამუშავებისათვის (სამაგ.–საგამომც. სისტემის პრინტერზე ამობეჭდილი ორიგინალ–მაკეტის ან საამწყობო ავტომატის მართვის პროგრამის შექმნა).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]