C D E I O P S T W

წა წე წი წლ წუ წყ
წიგ წინ

წიგნის საერთაშორისო –სტანდარტული ნომერი

საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც წიგნებზე განთავსდება და წარმოადგენს აბრევიატურას ISBN-„International Standard Book Number” (ინგლ. – „წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი“). კოდი ენიჭება ყოველ საწიგნე გამოცემას და იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას, ვინაიდან იგი სხვა გამოცემების კოდებისაგან განსხვავდება. კოდი შედგება 10 არაბული ციფრისგან (ბოლო, საკონტროლო ციფრი შეიძლება იყოს რომაული X), რომლებიც 4 ჯგუფად იყოფა და მუდმივად განლაგდება შემდეგი თანმიმდევრობით:
– ქვეყნის იდენტიფიკატორი – ენიჭება ქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყნებისათვის ეს კოდი შეიძლება სხვადასხვა რაოდენობის ციფრებისაგან შედგებოდეს (საქართველოს კოდია 99928);
– გამომცემლობის პრეფიქსი, რომელიც ცალკეულ გამომცემლობებს ენიჭება;
– გამოცემის რიგითი ნომერი – ყოველი გამომცემლობა თვითონ დანომრავს თავის გამოცემებს;
– საკონტროლო ციფრი, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ წინა ციფრებში არ იქნეს დაშვებული შეცდომა.
წიგნის საერთაშორისო სტანდარტულ ნომერს–ს გამოხატავენ შესაბამისი შტრიხული კოდის საშუალებითაც, რომელსაც ასევე ათავსებენ წიგნში.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9