კომუნისტური კავშირი, იგივე კომსომოლი ახალგაზრდა ლენინელთა კომუნისტური კავშირი /ალკკ/ ანუ ა.ლ.კ.კ., ახალგაზრდობისაგან შემდეგი, რომლის პირველი ყრილობა რუსეთში გაიმართა 1918 წ. 29 ოქტომბერში საქართველოში. მისი მიზანია კომუნიზმის მოძღვრების გავრცელება, რომელიც საჭიროდ აღიარებს კერძო საკუთრებისა და კლასების მოსპობას, მიწის, ქარხნების და სხვა საწარმოო იარაღების საყოველთაო კუთვნილებად გარდაქმნას. მუშათა ახალგაზრდობის ინტერესების დაცვა, მათში პოლიტიკურ-განმანათლებელ მუშაობის წარმოება, მუშა-გლეხების საბჭოთა აღმშენებლობაში აქტიურად ჩაბმა. უმთავრეს მცნებად დაუსახავს. „ყოველი კომკავშირელის უპირველესი მოვალეობაა სწავლა, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი მუშაობის გზით სოციალიზმის გამარჯვება. მასში წევრად შესვლა შეუძლია ყველა მუშას, ბოგანოს, ღარიბ ღატაკ გლეხს, მშრომელთა საშუალო საუკეთესო ნაწილს /14-23 წ. ასაკისას. არა პროლეტარულ ახალგაზრდობისათვის ზოგიერთი შეზღუდვაა. 1924 წ. ჩამოყალიბდა ბავშვთა მოძრაობა პიონერ-კოლექტივის სახელწოდებით.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი