სახალხო კომისარიატი, სახელმწიფო სამეურნეო მართვა-გამგებლობის უმაღლესი ხელმძღვანელი დაწესებულება, იგივე მთავრობა, რომლის სათავეშიაც დგას სახკომი სახალხო კომისარი კოლეგიით. საქართველოს მთავრობაში შემდეგი სახკომატებია: 1.განათლების, 2.მიწათმოქმედების, 3.იუსტიციის, 4.ფინანსთა, 5. შრომის, 6.ჯანმრთელობის, 7. შინაგანსაქმეთა, 8.სოციალური უზრუნველყოფის და 9. მუშა-გლეხთა ინსპექცია; აგრეთვე 10. სახალხო მეურნეობის უმაღლეს საჭბოს თავმჯდომარე, 11. ვაჭრობის რწმუნებული და 12. ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებული; რუსეთთან საერთო: 1. გარეშე საქმეთა, 2. სამხედრო-საზღვაო, 3. მიმოსვლის (გზათა), 4. ფოსტა-ტელეგრაფის, 5. ვაჭრობის. სახკომატს სათავეში უდგას თავმჯდომარე მოადგილეებითურთ.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი