ფინანსთა სახალხო კომისარიატი, უმაღლესი დაწესებულებათაგანი, რომელიც სახელმწიფოს ფულად მეურნეობას, შემოსავალ-გასავალს გარკვეულ გეზს აძლევს, ყველა უწყების ხარჯთაღრიცვას ზოგად ხარჯთაღრიცხვაში აერთიანებს, ფულის ბრუნვას აწესრიგებს, ხარჯთაღრიცხვას ადგენს, საგადასახდო საქმეს ხელმძღვანელობს, ფულის ნიშნებსა და სახელმწიფო სავალდებულო ქაღალდებს ამზადებს. აგრეთვე, აღრიცხავს და ინახავს სახელმწიფო განძეულს, ხელმძღვანელობს სახელმწიფო თუ კერძო სესხის ყოველგვარ საქმიანობას და აღსრულებაში მოჰყავს სახელმწიფო დაზღვევა.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი