&

ნ/ ნა ნე ნო
ნოპ ნორ

ნორჩპიონერები

abbr. ნ/პ
კომკავშირის ხელმძღვანელობით 1922 წლიდან აღორძინებული ბავშვთა შეკავშირება, ლენინის გარდაცვალების (1924) შემდეგ ნორჩლენინელებად წოდებული, რომლის მიზანია ბავშვთა საერთაშორისო გაერთიანება, სხეულებრივი აღზრდა, გონებრივი განვითარება, წერა-კითხვის უცოდინარობის მოსპობა, კომკავშირ-კომპარტიის მხარის დაჭერა და სხვ. მეცადინეობენ ტანვარჯიშით, ფეხბურთით, დოღით, სხვა და სხვა ხელობით, სცემენ საკუთარ კედლგაზეთს და სხვ. თვითეული ბავშვი ამ კავშირში შესვლისას სადღესასწაულო ზეიმზე ყველას თანდასწრებით აღთქმას დებს, რომ მუშათა კლასის ერთგული იქნება, "მუდამ მზად". ნორჩპიონერის პასუხია "მუდამ მზათ ვარ". პირველად ასეთი მოძრაობა დაიწყო გერმანიაში 1920 წ. ბურჟუაზიულ ბავშვთა ორგანიზაციების (ბოისკოუტის და სხვ.) წინააღმდეგ კომპარტიის ხელმძღვანელობით. მათი მიზანი იყო მშრომელთა ბავშვების საერთაშორისო გაერთიანება, დამშეულთა (მაგ. საბჭოთა ბავშვების) დახმარება, ახალი სკოლისთვის ბრძოლა, კომკავშირის მხარდაჭერა და სხვ. რაიც შემდეგ ახალშენებსა და აღმოსავლეთში გავრცელდა. ჩამოყალიბებულია თითქმის ყველა სკოლაში.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9