საპროფესიო სასამართლო, ხშირად განგებ შექმნილი ბრალდებულებით, რომელიც არჩევს ამა თუ იმ პროფესიონალურ კავშირის დანაშაულს. (წევრთა მიერ წესდების დარღვევას). თავმჯდომარეს, ბრალმდებელს და დამცველებს სათანადო პროფორგანიზაციები წარმოადგენენ, ხოლო სასამართლოს წევრებად მთელი დამსწრე საზოგადოებაა (აუდიტორია), რომელიც შესაფერ განაჩენს ადგენს. ბრალდებულთა და მოწმეებს ის მუშათა კლუბი წარმოადგენს, საცა საქმე ირჩევა. ასეთი სასამართლოს დანიშნულებაა ამა თუ იმ სახელოსნო (საპროფესიო) მოვლენის განსჯა-გარკვევა და მით ნაკლის აცილება.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი