საზოგადოებათ მეცნიერება, სწავლა ადამიანთა ყოველმხრივი ყოფაცხოვრების (საოჯახო, ნივთიერი, სულიერი, უფლებრივი და სხვ.) შესახებ, ე.ი. მასზე, თუ როგორაა საზოგადოება აგებული, რა რიგ იქმნება მისი უფლება და დოვლათი, როგორია მის წევრთა ურთიერთობა, რა მიზეზებით იყოფა წოდებებათ, რა იწვევს მათ შორის ბრძოლას, რა სულიერი მისწრაფება, რა ეროვნული თავისებურება, სახელმწიფოებრივი წყობილება, ჯგუფურ-პარტიული განმკერძოებანი აქვს და სხვ.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი