&

ს. სა სბ სე სკ სლ სმ სო სპ სს სტ
საა საბ საზ საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას საუ საფ საქ საჩ საწ სახ

სანსისტემა

სანარდო სისტემა, საბჭოთა მე-6-ე საკავშირო ყრილობის მიერ კოლმეურნეებში შრომის ორგანიზაციის ერთ საუკეთესო წესად აღიარებული ხერხი მუშაობისა, რომლის მიზანია, წარმოების საშუალებათა მაქსიმალური (უმაღლესი) გამოყენება და შრომის მაღალ ნაყოფიერების მიღწევა. მისი ძირითადი საფუძველია: "ვინც უფრო მეტს და უკეთესად მუშაობს, ის მეტს მიიღებს, ვინც არ მუშაობს ის არაფერს არ მიიღებს", ბეჯითი და მუყაითი შრომა დღის ზომას /ნორმას/ გადაჭარბებით შეასრულებს და მით ზანტებს (ჩამორჩენილებს) ცუდათ მომუშავეებს აიძულებს მეტი მუყაითობა და რიგინი შრომა გამოიჩინონ, საუკეთესო კოლმეურნეებს "დაეწიონ და გაუსწრონ". ე.ი. ამგვარი წესით ზარმაცი კოლმეურნენი ფხიზლდებიან და შრომის ნაყოფიერებას ადიდებენ. ასეთი სამუშაოს შესრულება შესაძლოა ინდივიდუალურათ (როცა ერთი პირი ასრულებს ამა თუ იმ სამუშაოს, (ჯგუფურად) როცა ამა თუ იმ საქმეს რამდენიმე კაცისაგან შემდგარი ჯგუფი ასრულებს და ბრიგადულათ (როცა 20-25 კაცი წინასწარ შეთანხმებულ გეგმით ასრულებს საქმეს), ასეთი წესით მუშაობის დროს ზარმაცები და სხვისი შრომის მითვისების მოყვარულნი კოლმეურნეობიდან გაირიცხებიან.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9