&

ს. სა სბ სე სკ სლ სმ სო სპ სს სტ
საა საბ საზ საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას საუ საფ საქ საჩ საწ სახ

სახკომსაბჭო

რუსული გამოთქმით სოვნარკომი/სახალხო კომისართა საბჭო, იგივე მთავრობა, აღმასრულებელი და განმკარგულებელი ხელისუფლება, ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის ორგანო; მის მიერ მინდობილ უფლების ფარგლებში სცემს დეკრეტებსა და დადგენილებათ, რომელთა შესრულება სავალდებულოა. სახკომსაბჭო მთელ თავის მოქმედებაში პასუხისმგებელია ცაკისა და მისი პრეზიდიუმის წინაშე. საკავშირო სახკომსაბჭ შესდგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 9 კომისიისაგან გადამწყვეტი ხმის უფლებით: საგარეო საქმეთა, სამხედრო-საზღვაო, გარეშე და შინაურ ვაჭრობის, გზათა; ფოსტა ტელეგრაფის, მუშგლეხინის, შრომის; ფინანსთა კომისარიატისა და სახალხო მეურნოების უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარისაგან. მასში შედის სათათბირო ხმით ოგეპეუს თავმჯდომარე, ხოლო გადამწყვეტი ხმით ცესუს მმართველი. საქსახკომსაბჭო შესდგება: თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 7 კომისრისაგან (იუსტიციის, მიწათმოქმედების, შინაგან საქმეთა, სოცუზრუნველყოფის, ფოსტა-ტელეგრაფის, განათლების, ჯანმრთელობის) მასშივე შედიას სათათბირო ხმით გეპეუს და ცესუს რწმუნებულნი, აგრეთვე სმუსის თავმჯდომარე.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9