შრომის სახალხო კომისარიატი, სახელმწიფოს ერთი უმაღლესთაგანი, რომელიც სცემს დადგენილებათა და წესებს შრომის კანონთა განსავითარებლად, თვალყურს ადევნებს მის ცხოვრებაში გატარებას, განაგებს შრომის დაცვას, შრომის ხელფასის მოსწესრიგებას და შრომის უნარის მქონე მოსახლეობის აღრიცხვას.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი