&

ც. ცა ცგ ცე ცრ
ცაკ

ცაკი, ც.ა.კ.

ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, საბჭოთა რესპუბლიკის (სახელმწიფოს) უზენაესი საკანონმდებლო დაწესებულება. საკავშირო ცაკი. შემდგარია მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა წარმომადგენლებისაგან (მათი მოსახლეობის ოდენობის გვარად) და ეროვნულ საბჭოთა ყრილობაზე არჩეულთაგან. იხილავს, აუქმებს ანუ სცემს სახკომსაბჭოს ანუ ამათუიმ უწყების ყოველგვარ დადგენილებას, დეკრეტს, დებულებას ანუ განკარგულებას, რომლის მიზანია საზოგადოებრივ ცხოვრების მოწესრიგება, სახელმწიფო წესის შეცვლა ძველის გაუქმება და ახალის შემოღება, მუშაობისა და კავშირის საქმიანობის განკანონება და სხვ. შეუძლია მოკავშირე რესპუბლიკების დეკრეტები და დადგენილებანი შეაჩეროს, მსჯავრდებული შეიწყნაროს, მაგ. სიკვდილით განაჩენი შეუცვალოს და სხვ. ამა თუ იმ მოკავშირე რესპუბლიკის დეკრეტის კანონათ ქცევისათვის საჭიროა, რომ იგი მიღებულ იქნეს მოკავშირეთა და ეროვნებათა საბჭოებისაგან. პასუხისმგებელია საკავშირო საბჭოთა ყრილობის წინაშე, მისი უმაღლესი კანონმდებელი, აღმასრულებელი და განმკარგულებელი, ყრილობათა მოწვევამდე, მის მიერ არჩეული პრეზიდიუმია, რომელიც ცაკის წინაშეა პასუხის მგებელი.
See also: ც.ა.კ.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9