&

გა გე გზ გლ გუ
გლე გლუ

გლეხინტერნი

abbr.
გლეხთა ინტერნაციონალი, გლეხთა საერთაშორისო კავშირი, რომლის პირველი ყრილობა შესდგა 1923 წ.ოქტომბრის 10-5-დე მოსკოვში ყველა ქვეყნის გლეხების გასაერთიანებლად, მისი მიზანია: ა) მთელი ქვეყნის გლეხობის ბატონთა და მებატონეთა ჩაგვრა უღლისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლა; ბ) გლეხობის ინტერესების დაცვა და საგლეხო მეურნეობის გაუმჯობესება; გ) მთელი ქვეყნის ეკონომიურ, პოლიტიკურ და კოოპერატიულ ორგანიზაციებთან კავშირის დადგენა; დ) მუშა-გლეხთა კავშირის განმტკიცება ერთიანი ბრძოლისა და მუშაობისათვის; ე) ყველა გლეხურ კავშირისა და მიმდინარეობათა გაერთიანება მუშა-გლეხთა მთავრობისათვის, გლეხინტერნთან დაფუძნებულია სამიწათმოქმედო ინსტიტუტი, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო გამოკვლევით მუშაობას, გამოსცემს ჟურნალს „გლეხთა ინტერნაცინალი“ ოთხ ენაზე, მასში შემავალ განყოფილებებში დღიურ და კვირეულ ჟურნალ-გაზეთებს 23 ენაზე.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9