მუშათა საკონფლიქტო კომისია, უთანხმოებათა გამორჩევა და მომრიგებელი საბჭო, ყველა საწარმოო დაწესებულებანი შემოღებული და შრომის სახალხო კომისარიატის უწყებაში მყოფი, მუშა-მოსამსახურეთა ქარხკომი, ადგილკომი. საწარმო დაწესებულებათა და სხვ. წარმომადგენელთაგან შემდგარი იხილავს და სწყვეტს დამქირავებელთა და დაქირავებულთა შორის ატეხილ უთანხმოებას. ასრულებაში მოჰყავს კოლექტიური ხელშეკრულებანი და საშრომისაფასო შეთანხმებანი. განსახილველი საკითხები სწყდება ხმის უმეტესობით; რაიც ორივე მხრისთვის სავალდებულოა.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი