რევოლიუციის მებრძოლთა საერთაშორისო დამხმარე საზოგადოება. რუსეთში დაარსდა 1922 წ. საქართველოში 1924 წ. არის სხვა ქვეყნებშიაც, რომლის მიზანია რევოლიუციონერთა და რევოლუციის მსხვერპლთა "წითელი დახმარების" მოწყობა. შემოსავალი აქვს მუშათა და გლეხთაგან თავისუფალი შემოწირულებით, რომლითაც ეხმარება ამათუიმ ქვეყნის ციხეში ჩამწყვდეულ პოლიტიკურებს. ამ საზოგადოების წევრად მიიღება ყველა მშრომელი, "რომელიც პროლეტარიატის დიქტატურას სცნობს და კომუნიზმის იდეალებს და კლასობრივ ბრძოლას თანაუგრძნობს". თვიური საწევრო გადასახადია არანაკლებ 5 კაპ. რემედასის დღედ გამოცხადებულია პარიზის კომუნის დღე - მარტის 18.
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი