კოლექტიური მეურნეობის ცენტრი. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოლექტივთა /ამხანაგობა - მთავარი კავშირი დაარსდა 1928 წლის 1 იანვარს. მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოლექტივთა იდეური და ორგანიზაციული ხელმძღვანელობა. 1. სასოფლო-სამეურნეო კომუნა, რომლის მიზანია "შრომის უდიდესი ნაყოფიერება, რათა სავსებით დააკმაყოფილოს კომუნის წევრთა ნივთიერი და კულტურული მოთხოვნილებანი განსაზოგადოებელ ყველა საშუალების საწარმოო იარაღების კოლექტიურ სარგებლობის ნიადაგზე აგებულ საერთო სამიწათმოქმედო მეურნეობის და დამხმარე წამოწყებების საშუალებით". 2. სასოფლო-სამეურნეო არტელი, რომლის მიზანია თავის წევრთა შრომით და საშუალებებით მოაწყოს და აწარმოოს არტელის მიწის საერთო ნაკვეთზე გაუმჯობესებულის სასოფლომეურნეობა. 3. მიწის საზოგადო შრომით დამმუშავებელი ამხანაგობა, რომლის მიზანია ასწიოს თავის წევრთა მეურნეობის ნაყოფირება და შემოსავლიანობა მინდვრის საერთო მუშაობის მოწყობით, იარაღ-მანქანების საერთო სარგებლობით და სხვა ღონისძიებებით, რომელიც მიმართული იქნება მეურნეობის გაუმჯობესებისაკენ და 4. სამანქანო ამხანაგობა, რომლის მიზანია "სასოფლო სამეურნეო მანქანების მოხმარების საშუალებით ხელი შეუწყოს წევრთა მეურნეობის გაუმჯობესებას და მის შემოსავლიანობის და ნაყოფიერების გადიდებას".
Source: ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი