E. agglomerationRus. агломерацияL. agglomero - დამატება, დაგროვება დისპერსული ნაწილაკების სივრცული დაჯგუფება და ადჰეზია, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება შედარებით სუსტი ურთიერთქმედების ძალებით შეკავებული, ზომით უფრო მსხვილი „მეორეული“ ნაწილაკები [მეტალურგიაში - წვრილი მადნიდან ან მტვრისებრი მასალებიდან შედარებით მსხვილი ფორიანი ნაჭრების წარმოქმნა შეცხობით. აგლომერაციისას ადვილმდნადი ნაწილი გამყარებისას მყარ ნაწილაკებს ერთმანეთთან შეკრავს; მიკრობიოლოგიაში - მიკროორგანიზმების შეჯგუფების (გროვას, კლასტერის) წარმოქმნა].
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.