აღმასრულებელი მოწყობილობა ან მისი აქტიური ელემენტი, რომელიც გარდაქმნის ერთი სახის ენერგიას (ელექტრულს, მაგნიტურს, თერმულს, ქიმიურს) სხვა სახის (ყველაზე ხშირად მექანიკურ) ენერგიად, რაც გამოიწვევს მმართველი სიგნალით განსაზღვრული გარკვეული მოქმედების შესრულებას. აქტივატორებია: ელექტროძრავი, ელექტრული, პნევმატური და ჰიდრავლიკური ამძრავები, სარელეო მოწყობილობები და სხვა
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.