მრავალმნიშვნელოვანი ტერმინია: 1. ზოგადად - სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც შედგება მაღალმოლეკულური და დაბალმოლეკულური ნივთიერებებისგან. სამგანზომილებიანი პოლიმერული კარკასი (ბადე, მატრიცა) გელებს ანიჭებს მყარი ტანის მექანიკურ თვისებებს: არადენადია, ინარ ჩუნებს ფორმის, სიმტკიცისა და დეფორმაციის უნარს (პლასტიკურობა, დრეკადობა); 2. კოლოიდურ ქიმიაში - დისპერსული სისტემა თხევადი დისპერსიული არით, რომელშიც დისპერსული ფაზის ნაწილაკები წარმოქმნიან სივრცულ სტრუქტურულ გისოსს; 3. პოლიმერების ქიმიაში - პოლიკონდენსაციის ან პოლიმერიზაციის არადნობადი და არახსნადი პროდუქტი; 4. საყოფაცხოვრებო ქიმიაში - ჟელესებრი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება თმის ვარცხნილობისას, აგრეთვე, როგორც სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალება.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.