E. quantum wireRus. квантовая проволока ძაფისებრი ფორმის ნახევარგამტარული მასალა, რომელშიც ელექტრონის პოტენციური ენერგია უფრო დაბალია, ვიდრე მის საზღვრებს გარეთ და მცირე განივი ზომების გამო (ჩვეულებრივ 1 - 10 ნმ) ელექტრონის მოძრაობა შეზღუდულია ორ განზომილებაში. ძაფის ღერძის გასწვრივ მოძრაობა რჩება თავისუფალი, ხოლო სხვა მიმართულებით მოძრაობა იკვანტება და მის ენერგიას მხოლოდ დისკრეტული მნიშვნელობების მიღება შეუძლია.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.