დეზოქსირიბონუკლეინისმჟავა, რომელსაც შეიცავს ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი, აგრეთვე - ზოგი ვირუსი. ის მათი განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის ფიზიკურად შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და რეალიზებას უზრუნველყოფს (პრაქტიკულად, ეს არის ოლიმერული ჩონჩხი, რომელიც შედგება ფოსფატისა და შაქრის დეოქსირიბოზის ურთიერთმონაცვლე ნარჩენებისგან, რომელზეც დამაგრებულია აზოტოვანი ფუძეები (ადენინი, გუანინი, ციტოზინი და თიმინი). დნმ-ის მოლეკულა არის ორმაგი ნუკლეოტიდის ნანოჯაჭვი, რომლის პერიოდულობა 3,4 ნმ-ია და დიამეტრი 2 ნმ. ის გენეტიკური ინფორმაციისა და მემკვიდრეობითი თვისებების მატარებელია და დამუხტულია უარყოფითად, ვინაიდან მის შემადგენლობაში არსებული ფოსფატი შეიცავს უარყოფით მუხტს.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.