E. lotus effectRus. лотос-эффект თავდაპირველად - ზოგი მცენარის (ლოტოსის, ტიტისა და სხვ.) ფოთლებისა და ყვავილების, აგრეთვე მწერების ფრთების დაუსველობადობისა და თვითწმენდის ბუნებრივი მოვლენა (სუპერჰიდროფობურობა). შემდგომში - ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კომპლექსი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მაგ., საავტომობილო მომსახურებაში.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.