E. self-organizationRus. самоорганизация 1. თვითდაკავშირების პროცესი (იხ. თვითაწყობა). 2. ორგანიზების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უფრო დიდი სისტემის ქვესივრცეში, რომლის დანარჩენი ნაწილი უფრო არაორგანიზებული ხდება. 3. წონასწორობისგან შორს მყოფი სისტემების შესაძლებლობა, შექმნას შაბლონები ან სივრცით კორელირებული (ნანო) სტრუქტურა გარე კონტროლის არარსებობისას. თვითორგანიზაცია ხდება ნანოსტრუქტურირებული სისტემების ფართო სპექტრში, მათ შორის კოლოი დური ნანონაწილაკების მასივებში და საშრობ (გამაუწყლოებელ) პოლიმერულ ფირებში. თვითორგანიზაცია უპირისპირდება (მოლეკულურ) თვითაწყობას წონასწორობისგან შორს მყოფი ეფექტების გამო.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.