E. cryocondensationRus. криоконденсация სხვადასხვა ნაერთის გაზებისა და ორთქლის კონდენსაცია კრიოგენულ ტემპერატურებზე, რომლის დროსაც გაცივებულ (საცივებელ) ზედაპირზე კონდენსატის მყარი ფირი ან კონდენსატის ნაწილაკები უშუალოდ მაცივებელ აგენტში წარმოიქმნება. მოლეკულური კონების კრიოქიმიური მეთოდისა და კრიოგენულ ტემპერატურებზე ქიმიური რეაქციების შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.