E. LigandRus. лигандL. Ligo - დაკავშირება ატომი, იონი ან მოლეკულა, რომელიც კომპლექსურ ნაერთებში დაკავშირებულია უშუალოდ ერთ ან რამდენიმე ცენტრალურ (კომპლექსწარმომქმნელ) ატომთან, წარმოქმნის „საკოორდინაციო“ დონორულაქცეპტორულ კავშირს და ელექტრონული წყვილის დონორს წარმოადგენს. ლიგანდის ცენტრალურ ატომთან შეერთებისას კომპლექწარმომქმნელისა და თვით ლიგანდის ქიმიური თვისებები ხშირად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.