E. microhardnessRus. микротвердость მასალის მიკროსტრუქტურის ცალკეული უბნის სისალე. შენიშვნა: მიკროსისალე განისაზღვრება ინდენტირებით, რომლის დროსაც დატვირთვა ინდენტორზე 2 ნიუტონს არ უნდა აღემატებოდეს (დიდი დატვირთვისას მიიღება მასალის მაკრომასშტაბური მახასიათებელი) და ინდენტორის ჩაწნევა უნდა იყოს არანაკლებ 200 ნმ-სა (ნაკლები ჩაწნევისას საქმე გვაქვს ნანოსისალესთან).
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.