E. two-photon microscopyRus. двухфотонная микроскопия ფლუორესცენტური მიკროობიექტების გამოვლენის (დეტექტირების) მეთოდი ოპტიკური მიკროსკოპით, რომელშიც ობიექტის ფლუორესცენციის ინდიცირება ხდება ორი ფოტონის ერთდროულად შთანთქმით, რომელთაგან თითოეულის ენერგია ნაკლებია, ვიდრე ის ენერგია, რომელიც ფლუორესცენტის აღგზნებას ესაჭიროება.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.