E. nanoblockRus. наноблок ჩვეულებრივ, ატომური სიზუსტით აწყობილი მრავალატომიანი კომპონენტი, რომელიც გამოიყენება სამშენებლო პროდუქციისთვის. ნანობლოკი შეიძლება იყოს უბრალოდ სტრუქტურული კომპონენტი, ან მასში შეიძლება იყოს ჩამონტაჟებული ფუნქციონირება (მაგ., რისამე ამოქმედება, დენის ან მონაცემთა სიგნალის გამტარობა ან გამოთვლა).
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.