E. nanoindentationRus. наноиндентирование გაზომვის პროცედურა. რომლის დროსაც, (სპეციალური) მახვილწვერიანი ალმასის მასალაში ჩასაწნევად საჭირო ძალა იზომება, როგორც ჩაწნევის სიღრმის ფუნქცია, ნანომეტრამდე სიზუსტით. შესაძლებელია განისაზღვროს იუნგის მოდული, სისალე და დენადობის ზღვარი. ასევე შესაძლებელია მასალების ცოცვადობის პლასტიკური დინებისა და რღვევის კვლევა.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.