E. nanoopticsRus. нанооптика სინათლისა და მატერიის ურთიერთქმედება ნანომასშტაბურ დონეზე. ნანოზომის ოპტიკის ძირითადი ელემენტია ახლო ველის გამოსახვა (ვიზუალიზაცია)/სპექტროსკოპია. ამ მეთოდით შესაძლებელია გაზომვები კლასიკური დიფრაქციული ლიმიტის (ზღვრის) ქვემოთ და, შესაბამისად, იგი ინდივიდუალური მოლეკულების/ნანონაწილაკების აღმოჩენისა (დაფიქსირებისა) და დახასიათების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.