E. photonicsRus. фотоника მეცნიერებისა და ტექნიკის სფერო (დარგი), რომელიც შეისწავლის ოპტიკური სიგნალების გენერაციის, გამოსხივების, გადაცემის, მოდულაციის, გაძლიერების, დამუშავების, დეტექტირებისა და გარჩევის ფუნდამენტურ და გამოყენებით ასპექტებს, აგრეთვე ამ მოვლენების გამოყენების შესაძლებლობას სხვადასხვა დანიშნულების ოპტიკური, ელექტროოპტიკური და ოპტოელექტრონული მოწყობილობების შემუშავებისა და შექმნისას.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.