E. molecular manufacturing; MMRus. молекулярное производство რადიკალური ნანოტექნოლოგიის კონცეფცია, რომლიც პირველად შეიმუშავა კ. ე. დრექსლერმა. მოიცავს მაკროსკოპული ობიექტების დამზადებას, კომპიუტერში კონტროლირებად ინჟინერიასა და ნანოსკალიანი დანადგარების (მათ შორის: ნანოძრავების, ნანოდამხარისხებლების, ნანოქარხნებისა და ნანოასემბლერების) მშენებლობას. შეიძლება აღწერილი იყოს როგორც, ქიმიაში გამოყენებული, მექანიკური ინჟინერიის პრინციპები.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.