E. dip-pen nanolithographyRus. перьевая нанолитография ატომურ-ძალური მიკროსკოპის ზონდით (სკანირების წვერით) სპეციალური მასალის ფუძეშრეზე გადატანისა და მოცემული შაბლონის შესატყვისი 100 ნმ-ზე ნაკლები ზომის რელიეფური გამოსახულების ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც წყლის მენისკის გავლით ფუძეშრის ზედაპირსა და ზონდს შორის დიფუზიით მიმდინარეობს.
Source: ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: ქართულ-ინგლისურ-რუსული/ომარ შურაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი 2022.