მა მე მი მო მს მუ
მუზ მულ მუმ მუს მუტ

მულაჟი

Fr. სიტყვა.
ამა თუ იმ ხელოვნების ნაწარმოების ნატურალური ზომის მოდელი. შეიძლება იგი დამზადდეს თაბაშირის, სანთლის ან სხვა მასალისაგან. მულაჟი საჭიროა, რათა დიდმნიშვნელოვანი ძეგლი მუზეუმში გადაიტანონ დასაცავ-შესანახავად, ხოლო მის ადგილას მოაწყონ მულაჟი. მაგ., არმაზის ბილინგვის ყოფილ ადგილას დღეს დგას მულაჟი, ხოლო თვითონ ძეგლი გადატანილია უსაფრთხო ადგილას.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9