ადამიანის გვამი, რომელიც დაბალზამებულია გახრწნის საწინააღმდეგო საშუალებებით. მუმიფიკაცია შესაძლებელი იყო ცხოველებისაც. გვამების მუმიფიცირება განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, სადაც დღესაც კი პოულობენ ათობით მუმიას.
გურიაში შემორჩენილია საინტერესო გამოთქმა: ,,მომიად შემონახული“, ვთქვათ, ასეთი: ,,აი კაი ღვინო მომიად შემოვინახე“. ნიშნავს: ღვინო მუმიასავით შემოვინახე.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.