მუსტიეს ეპოქა – დაიწყო 100 ათასი წლის წინათ და გაგრძელდა 60 ათასი წლის განმავლობაში. ეს გახლდათ ადამიანის ცნობიერება-აზროვნების განვითარების გადამწყვეტი ხანა. ამ დროს იგი უკვე იყენებდა ცეცხლს, ამზადებდა იარაღებს, კოლექტიურად ნადირობდა, ატარებდა ტყავის ტანსაცმელს, მარხავდა მიცვალებულს, ჰქონდა არა მარტო მღვიმე, არამედ ქოხიც. დაახლოებით ამ დროის ადამიანი მხატვრულ ლიტერატურაში შთამბეჭდავად დაგვიხატა გ. გეგეშიძემ (მოთხრობა ,,იგი“).
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.