ბუნების ფილოსოფია; მოძღვრება, რომელიც ცდილობს ბუნების შესახებ ცოდნას მისცეს მწყობრი ფილოსოფიური სისტემის სახე; ბუნების მოვლენების შესწავლის მიზნით გამოიყენოს განყენებული ფილოსოფიური პრინციპები (უარყოფს ცდისეულ გამოკვლევებს).
ნატურფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელია 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი ოსტვალდი, რომელმაც პირველმა მოიმარჯვა ტერმინი ,,კულტუროლოგია“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.