ნა ნე ნი ნო ნუ
ნიშ ნიც ნიჰ

ნიჰილიზმი

L. ,,ნიჰილის“ აღნიშნავს არაფერს.
ყოველივესა და ყველაფრის ხელაღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული და მოწონებული ნორმების მიუღებლობა. განსაკუთრებით გაძლიერდა 1860-იანი წლების რუსეთის მაღალ წრეებში.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ივანე ტურგენევის რომანი ,,მამები და შვილები“. ამ რომანმა კიდევაც ასახა და კიდევაც ხელი შეუწყო რაზნოჩინცული რუსეთის წიაღში ნიჰილიზმის გაძლიერებას. რომანში ნიჰილისტის ტიპურ წარმომადგენლად გვევლინება ბაზაროვი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველმა სამოციანელებმაც (ილიამ, აკაკიმ) ნიჰილიზმის საკმაო დოზით გააჯერეს თავიანთი შემოქმედება და ამისი მიზეზია რუსული ნიჰილისტური იდეების ზეგავლენა. ნიჰილიზმის ბაცილა იგრძნობა ჯერ კიდევ გ. ერისთავის ,,გაყრაში“; შემდეგ საკმაო დოზითა ჩანს ილიას ,,კაკო ყაჩაღში“, ,,გლახის ნაამბობში“, თვით ,,მგზავრის წერილებშიც“ კი. კიდევ მეტი: 1879-იან წლებში ატეხილი ხმაურიანი შეტაკება ,,მამებისა“ და ,,შვილებისა“ პირდაპირი იდეური გაგრძელებაა ტურგენევის რომანში არსებული ,,მამებისა“ და ,,შვილების“ დაპირისპირებისა.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9