მისტიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა შესაძლებელია ბუნებაში არსებულ იდუმალ ზებუნებრივ ძალებთან კავშირურთიერთობის დამყარება და ამ გზით დიდი სასწაულების მოხდენა, გადაუჭრელი პრობლემების გადაჭრა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებიან ჯადოსნები, მაგიური საქმის ოსტატები, ოკულტისტები.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.