| | |
ჩვეულებრივ, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელნი ოპტიმისტები არიან. ამიტომ ისინი აკრიტიკებენ ნაკლს და ცხოვრების შესწორებას, გარდაქმნა-გაუმჯობესებას ლამობენ (ილია, აკაკი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა); რომანტიკოსები და მოდერნისტები უაღრესად პესიმისტები არიან. ამიტომაც თუ არის: რომანტიკოსი კი არ იბრძვის ყოფიერების გასაუმჯობესებლად, არამედ პროტესტის ნიშნად გაურბის ნაკლოვან ცხოვრებას (ბაირონის ,,ჩაილ-ჰაროლდი“; ბარათაშვილის ,,მერანი“; ა.მიცკევიჩის ,,ფარისი“; ვ. ჟუკოვსკის ,,სვეტლანა“; გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენები“).
ცხოვრებაზე ოპტიმისტის შეხედულება ასეთია: ამქვეყნად შესაძლებელია ბოროტზე კეთილის გამარჯვება. ამ საფუძველზე მყარად დგას რუსთველი, რომელიც აცხადებს: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“; პესიმისტი დარწმუნებულია, რომ ამქვეყნად ბოროტი სძლევს კეთილს.
ოპტიმისტები იყვნენ პლატონი, არისტოტელე, ეპიკურე, ლაიბნიცი; პესიმისტები – შოპენჰაუერი, ჰარტმანი, შექსპირი.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |