ტერმინს საფუძვლად დაედო ლათინური anima (გონი, სული). მოეპოვება ორი ძირითადი მნიშვნელობა:
1. რელიგიის ერთ–ერთი პრიმიტიული ფორმა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ არსებობენ სულები; ყოველ საგანს უდგას სული; ადამიანს, ცხოველებსა თუ მცენარეებს იგი აქვთ ერთურთისაგან დამოუკიდებლად;
2. ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სულს აცხადებს სიცოცხლის პრინციპად. ანიმიზმი ახასიათებს ყველა რელიგიას.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.