ცალკე სიტყვა, სიტყვათა ჯგუფი ან მთელი წინადადება, რომლებიც ერთნაირად იკითხება როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან. ამის მაგალითია როგორ. გალაკტიონს შეუდგენია მარჯვე პალინდრომი: ,,აირევი ივერია“ და ,,აი რა მზის სიზმარია“. პირველი ქართული პალინდრომის ავტორად მკვლევარები სხვადასხვა მწერალს ასახელებენ. სინამდვილეში პირველი ცდები ეკუთვნის ე.წ. ,,აბდულმესიანის“, სინამდვილეში კი ,,არჩილ მეფის ქების“ (1661 წ.) ავტორ იაკობ შემოქმედელს, გურიის მიტროპოლიტს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.