ბუნების სურათი; რაიმე ადგილის საერთო ხედი, პანორამა; სურათი, ნახატი, რომელზეც ბუნება არის ასახული. ვინც ამგვარ სურათებსა ქმნის, ის არის პეიზაჟისტი. ზღვაც ბუნებაა, ოღონდ მისი შემსრულებელი გახლავთ მარინისტი. ცნობილ მხატვარ აივაზოვსკის ეკუთვნის მრავალი მარინისტიკული სურათი. ერთ-ერთი ასეთია ,,მეცხრე ტალღა“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.