E. სიტყვა. ნიშნავს შესრულებას, წარმოდგენას: ხელოვნებისა და არახელოვნების პრინციპზე აგებული არტეფაქტის სახალხოდ შექმნა. ამგვარი ,,შემოქმედება“ არის სანახევრო შემოქმედება, უმწიფარი ხელოვნება და იგი არ მოითხოვს შემსრულებლის პროფესიულ მომზადებას. ამგვარი თათარიახნად შექმნილი არტეფაქტი დროებითია, წარმავალია. ეგ პოსტმოდერნიზმის ხელოვნების ერთ-ერთი საკვანძო ფენომენია. იგი ჩაისახა და აღმოცენდა 1970- იან წლებში. თეატრისაგან იმით განსხვავდება, რომ არ აქვს განაწილებული როლები და დრო, არც სივრცეა განსაზღვრული. მისი მიზანია ბრბოზე ზემოქმედება, საზოგადოებრივი შეგნების გაფართოება და საზოგადოებრივ საქმეებში მეშჩანთა წრის ჩათრევა ამ წრის ადამიანთა პერფორმანსში ჩართვის გზით.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.