სხვის მიერ შექმნილი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოების მითვისება; საკუთარ ნაშრომში მიუთითებლად სხვათა ციტატებისა და მსჯელობის გამოყენება. ვინც ასეთ საძრახის საქმესა სჩადის, ეწოდება პლაგიატორი, პლაგიატის ჩამდენი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.