პა პე პი პლ პო პრ პუ
პოდ პოე პოლ პოპ პორ პოს

პოეზია და პროზა

პოეზია გულისხმობს სიტყვათა კავშირს, რომელიც ქმნის რიტმს; რიტმი სიტყვათა გროვას ანიჭებს პოეზიის თვისებას; პროზაული ტექსტი ამგვარ რიტმს მოკლებულია. ამიტომ იგი, თითქოსდა, უფრო მდაბიურია, მიწიერია. მიუხედავად ამისა, პროზასაც აქვს თავისი რიტმი, თუმცა ნაკლები ინტენსივობით გამოხატული. შეგვიძლია, ავიღოთ ერთი და იმავე სიტყვების ჯგუფი და ვნახოთ, როგორ ასხვავებს რიტმი პროზასა და პოეზიას. გალაკტიონი ამბობს: ,,ალპების მთებში იღებს სათავეს ოცნება ჩემი ყველა ფრთამალი“. სიტყვათა ამგვარი თანამიმდევრობა ბადებს პოეტურ რიტმს და ჩვენ ვიღებთ პოეზიას. ახლა ამ წყობილ მარგალიტს დავურღვიოთ თანამიმდევრობა და მოვსპოთ რიტმი. მაშინ ხელთ შეგვრჩება პროზა: ,,ყველა ჩემი ფრთამალი ოცნება სათავეს იღებს ალპების მთებში“.

მაშასადამე, პოეზიას ქმნის რიტმი. რიტმი პოეზიის მონარქია.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9