პა პე პი პლ პო პრ პუ
პოდ პოე პოლ პოპ პორ პოს

პოსტმოდერნიზმი

კულტუროლოგიის თვალსაზრისით, პოსტმოდერნიზმად მიჩნეულია 1970-1990-იანი წლების ფართო კულტურული მიმდინარეობა. მის ორბიტაში ექცევა ფილოსოფია, ესთეტიკა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ყოველდღიური პრაქტიკა. ის, შეიძლება, მოდერნის სიახლეთა ერთგვარ რეაქციადაც კი მივიჩნიოთ. მხატვრული მოდერნის ახლებურ ავანგარდისტულ წანამძღვრებს პოსტმოდერნიზმი უპირისპირებს შემდეგს: ცდილობს თანამედროვე ხელოვნებაში ჩართოს მსოფლიო მხატვრული პრაქტიკის მთელი გამოცდილება, ოღონდ ამას აკეთებს ციტირების წესით. პოსტმოდერნიზმის ესთეტიკური პოზიცია უარს ამბობს კონცეპტუალურ აგებათა ჩაკეტილობასა და სიმკაცრეზე, შეგნებულად ახდენს ბინარული წინააღმდეგობის პრაქტიკის იგნორირებას, უფრო მეტად ენდობა მარგინალიზაციას, ღიაობას, ღირებულებათა სკალის გაუქმებას; უწინარეს ყოვლისა, ლამობს მოახდინოს კლასიკური კულტურულ-ღირებულებითი ორიენტაციის დესტაბილიზაცია.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9