პროლეტარული მწერალი, ანუ მუშათა და გლეხთა უღარიბესი ფენებიდან გამოსული მწერალი, რომელიც მხარს უჭერს ჯერ სოციალისტურ რევოლუციასა და მის იდეებს, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებასა და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას. მწერლობის მემარცხენე ფრთა საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში; იდეურად და ტექნიკურად ღარიბი მესიტყვე, რომელსაც არა ნიჭი, არამედ პარტია და სახელმწიფო უჭერდნენ მხარს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.